კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება იტყობინება, რომ ორი რუსული რაკეტა უკრაინის დედაქალაქის, კიევის მახლობლად ხუთშაბათს ღამით ჩამოვარდა.
"ღამით მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ვიშოროდის რაიონზე. დაფიქსირდა ორი დარტყმა." - განაცხადა კულებამ.
მისივე ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. არ არის განადგურებული ინფრასტრუქტურაც.